ჯგუფის პროფილი




„ექსპრეს ტექნოლოჯიზ“ 2007



საინვესტიციო ჯგუფი „ექსპრეს ტექნოლოჯიზ“ (ს/კ 204542003) 2007 წელს დაარსდა. მასში გაერთიანებულია ელექტრონული გადახდების ბიზნესში მოღვაწე კომპანიები: სს „ჯორჯიან ქარდი“, შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“, შპს “მერტო სერვის +”, შპს „დიდი დიღმის კვლევითი ცენტრი“. ჯგუფში შემავალი კომპანიები ორიენტირებულია მომხმარებელს თანამედროვე, უსაფრთხო და ინოვაციური ტექნოლოგიები მიაწოდოს.

ქართულ საგადახდო სისტემაში სს „ექსპრესს ტექნოლოჯიზ“ ჯგუფმა ინფორმაციული ტექნოლოგიების უახლესი სტანდარტები დანერგა. ჰოლდინგში შემავალი კომპანიების სერვისების მეშვეობით შესაძლებელია გადახდის თანამედროვე სისტემებით სარგებლობა, საოპერაციო ხარჯების შემცირება, რისკების მართვის დახვეწა.


კომპანიებისთვი,ს კლიენტებზე მორგებულ მიდგომასთან ერთად, სს „ექსპრეს ტექნოლოჯიზ“ ჯგუფის უპირატესობას მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვა წარმოადგენს.

ჯგუფში შემავალი კომპანიები მომსახურებას უწევენ ფინანსურ დაწესებულებებს, სახელმწიფო სტრუქტურებს, სატელეკომუნიკაციო კომპანიებს, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორს და ფიზიკურ პირებს.

კონტაქტი



შეკითხვები გაქვთ? მოგვწერეთ წერილი